პროექტი „სოციალური ინკლიუზიური განათლება საქართველოში“, არის უპრეცედენტო ინიციატივა, რომელიც შედგება ორი ძირითადი მოდულისგან.
პირველი მოდული ფოკუსირებულია განათლების ინსტიტუტების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე, რათა გავხადოთ სწავლის პროცესი მეტად მორგებული სპეციალური საჭიროებების მქონე პირების მოთხოვნილებებზე.
პროექტმა გააფორმა თანამშრომლობის ხელშეკრულება 25 სასწავლო დაწესებულებასთან. ეს თანამშრომლობა მიმართულია გადაუდებელი და აუცილებელი ინფრასტრუქტურული საჭიროებების ძიებასა და აღმოფხვრაზე. სპეციალური ტექნოლოგიების და სასწავლო პროგრამების გამოყენებით გაიზრდება სპეციალური საჭიროებების მქონე პირების ჩართულობა სასწავლო პროცესსა და საორგანიზაციო საკითხებში.
რაც შეეხება პროექტის მეორე მოდულს, ის გულისხმობს კარიერის განვითარების კონსულტირების ინკლუზიური ცენტრის მომსახურებას. პროექტში მონაწილეობას ღებულობენ გამოცდილი ფსიქოლოგები და კარიერული კონსულტანტები, რომლებიც შემოგთავაზებენ მაღალი დონიოს სერვისს პროექტის მიმდინარეობისას და მის შემდეგ.
პროექტი ასევე ითვალისწინებს დამატებით ტრენინგებს ქართველი ლექტორებისა და მასწავლებლებისთვის, კონცენტრაცია მიმართული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების ინპლემენტირებაზე სასწავლო პროცესში, ინკლუზიურ განათლებასა და კომპეტენციის ამაღლებაზე.
ეს პროექტი სცდება მხოლოდ საგანმანათლებლო საზღვრებს და მიზნად ისახავს საქართველოს სოციალური სტრუქტურის განვითარებს და მეტად ინკლუზიური მომავლის შექმნას. პროექტის ერთერთი მთავარი მიზანია მისცეს თითოეულ პიროვნებას თვითრეალიზების და სოციუმში ღირეული ინტეგრირების შანსი.
FINANCING: 323 420 zł
Project co-financed within the framework of the Polish development cooperation of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.