კარიერის განვითარების ინკლიუზიური ცენტრის შეთავაზება საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის (CICD)

პოლონური ორგანიზაცია „ახალი ევროპის“ და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერთ, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს კომიტეტის ბაზაზე (თბილისი, წინამძღვრიშვილის 31) მოქმედებს სსმ პირთათვის კარიერის განვითარების ინკლიუზიური ცენტრი. იგი აღჭურვილია: ერგონომიული ავეჯით; ინტერაქტიული დაფებით; კომპიუტერული ტექნიკით; დიაგნოსტიკური და საგანამანათლებლო პროგრამებით,  უახლესი თექნოლოგიებით და ინოვაციური მეტოდოლოგიური ბაზით.


ცენტრი ხელს უწყობს:
· პროფესიული კარიერის განვითარებას საქართველოში.
· ინკლიუზიური სწავლა/სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვას.
· უახლესი საგანმანათლებლო ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას.
· თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტირებულ საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას.

 

ცენტრის სერვისები:
· პროფესიული ორიენტაციის ან/და განვითარების მიზნით დიაგნოსტირება და კონსულტაციები კარიერული სტრატეგიების განვითარებისათვის და ღირსეული დასაქმებისთვის.
· ინდივიდუალური და ჯგუფური (on-line da of-line) საკონსულტაციო სესიები მოსწავლეებისათვის, სტუდენტებისთვის, პედაგოგებისათვის და სასწავლო დაწესებულებების ადმინისტრატორებისათვის – პროფესიული უნარებისა და სოციალური კომპეტენციების განვითარებისათვის.
· უწყვეტი განათლების განვითარების და სტაჟირების პროცესების ორგანიზების
ხელშწყობისათვის.
· ტრენინგი სსმ პირებთან ეფექტიანი მუშაობისათვის.
· ხელმისაწვდომობის შეფასების დაგეგმარება და რჩევები ინფრასტრუქტურის ადაპტაციისათვის.
· სსმ პირთათვის ხელმისაწვდომი სასწავლო მასალისა და სასწავლო რესურსების შემუშავების ხელშეწყობისათვის.

ბენეფიციართა ფსიქოლოგიური, იურიდიული, ფინანსური განათლების ხელშეწყობა

 

ცენტრი ღიაა თანამშრომლობისთვის, რათა გავაუმჯობესოთ სსმ პირთათვის განათლების ხელმისაწვდომობა და ხარისხი. ჩვენ გვჯერა, რომ ერთად შეგვიძლია ავაშენოთ უფრო ინკლუზიური და სამართლიანი საზოგადოება.

 

 

 

    Zrzut ekranu 2023-12-08 172919
    image
    polska_pomoc_w kopia

    FINANCING: 323 420 zł

    Project co-financed within the framework of the Polish development cooperation of the Ministry of Foreign Affairs of the Republic of Poland.

    24cicd@gmail.com
    + 995 555 122375
    ul. Tsinamdzghvrishvili 31,
    Tbilisi
    Skip to content